განახლება მოიცავს ახალ გაზიარების შესაძლებლობას და დაემატა სხვა სასიამოვნო ფუნქციონალი, გამოსწორდა რამოდენიმე ხარვეზი რაც გაზრდის წარმადობას, მადლობა რომ სარგებლობთ ჩვენი აპლიკაციით.
გთხოვთ მოგვწეროთ, თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მისი საქმიანობის მრავალმხრივი მიმართულებებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა, როგორც სტრატეგიული რეესტრებისა და გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელი/მომხმარებელი ერთ-ერთი ლიდერი უწყება ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულს ხელი შეუწყო რამდენიმე გარემოებამ, მათ შორის: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების გამოყენებამ, სათანადო ტექნიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ამ პროფილით მომუშავე კვალიფიციური ადამიანური რესურსების არსებობამ და სხვა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მისი სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით, საქმიანობის პროცესში წარმოებული გეოგრაფიული მონაცემების მაქსიმალურად ღიად, საჯაროდ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გარემოში განთავსების და გაზიარების უზრუნველსაყოფად შექმნა თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მრავალფუნქციური და მაღალხარისხიანი, ინტერაქტიული, საქართველოს რუკის ვებ გვერდის Maps.gov.ge-ის მობილური აპლიკაცია, სადაც შესაძლებელია ეროვნული და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში წარმოებული გეოგრაფიული მონაცემების ძიება, დათვალიერება და გაზიარება.