AdhereTB Georgia

Leavingstone

AdhereTB Georgia

Medicina
  • 0.00
(0 votos)

Instalação gratuita

500

Instalações de aplicativos

Android 4.4+

Versão mínima

Com anúncios

Propaganda

26.08.2020

Data de lançamento

Mudanças recentes:

აპლიკაციით უკვე შეგიძლიათ ტელეკლინიკასთან დაკავშირება

Descrição:

ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს პროგრამის ფარგლებში სამკურნალო მედიკამენტები გადაეცემათ უფასოდ, თუმცა მკურნალობაში ჩართვის შემდგომ უწევთ კვირაში 6 დღე სამკურნალო დაწესებულებაში მისვლა და წამლის მიღება ექთნის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ - პირდაპირი მეთვალყურეობის თერაპია (Directly Observed Therapy – DOT). წამლის გატანება პაციენტისთვის დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ხერხდება, რადგან ჯანდაცვის მუშაკი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტმა ნამდვილად მიიღო მედიკამენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადების კიდევ უფრო მძიმე ფორმა.



აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და პაციენტებისა თუ სამედიცინო პერსონალითვის მკურნალობის პროცესის გასამარტივებლად ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), STOP-TB Partnership და ა.შ. რეკომენდირებულია ვიდეო მეთვალყურეობის თერპია (Video Observed Therapy - VOT), რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და წარმოადგენს პაციენტზე ზრუნვის ერთ-ერთ მთავარ მეთოდს, რადგან იძლევა საშუალებას როგორც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებმა ისე სამედიცინო მომსახურების მიმოწდებლებმა დაზოგონ დრო, ფინანსები და მკურნალობის პროცესი გახდეს მეტად კომფორტული.

საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეეგიის ერთ ერთი მთავარი გამოწვევა იყო მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების რაოდენობა. კვლევამ აჩვენა, რომ პირდაპირი მეთვალყურეობის მექანიზმი იყო მოუხერხებელი იმ პაციენტებისთვის, ვინც დასაქმებულია და/ან უწევთ გრძელ მანძილზე გადაადგილება ამ მომსახურების მისაღებად. აქედან გამომდინარე, რეკომენდაცია გაეწია მარტივ, ვიდეო მეთვალყურეობის თერაპიის მობილურ აპლიკაციას, რომელიც პროვაიდერს მისცემს ისეთივე მაღალი დონის სარწმუნოებას, რომ პაციენტმა მიიღო სამკურნალო მედიკამენტები, როგორსაც პირდაპირი მეთვალყურეობის თერაპია - DOT მექანიზმი. შესაბამისად 2017 წელს, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით, შპს „ტოპ გრუპის“ (Leavingstone) მიერ, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროგრამის და აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to fight AIDS, Tuberculosis and Malaria) GEO-T-NCDC გრანტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო მეთვალყურეობის თერაპიის (VOT) მობილური აპლიკაცია.

AdhereTB Georgia მობილური აპლიკაციის საშუალებით პაციენტს კვირაში მხოლოდ ერთხელ უწევს მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იღებს ერთი კვირის მარაგ მედიკამენტებს, და შემდეგ ყოველდღიურად, მედიკამენტების მიღების ვიდეოს უგზავნის პროვაიდერს, ამასთან ერთად ამცირებს პაციენტის გადაადგილების საჭიროებას, ხარჯებს და პაციენტს აძლევს საშუალებას დანიშნული მედიკამენტი მიიღოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ასევე სამედიცინო პერსონალის მუშაობას ხდის მეტად მოქნილს და ეფექტურს.

2018 წლიდან დღემდე 900-მდე პაციენტმა უკვე გაამოიყენა აღნიშნული აპლიკაცია, ხოლო მიმდინარე მკურნალობაზე იმყოფება 300-მდე პაციენტი.

Leavingstone Outros aplicativos

TraceTB

TraceTB

Leavingstone
  • 0.00
AdhereTB Armenia

AdhereTB Armenia

Leavingstone
  • 0.00
Ticky: To-Do List

Ticky: To-Do List

Leavingstone
  • 0.00
AdhereTB Georgia

AdhereTB Georgia

Leavingstone
  • 0.00
AdhereTB Almaty

AdhereTB Almaty

Leavingstone
  • 0.00
IPN • Interpressnews

IPN • Interpressnews

Leavingstone
  • 0.00
Kazbegi Experience

Kazbegi Experience

Leavingstone
  • 0.00
AdBlackSea

AdBlackSea

Leavingstone
  • 0.00
Liberali

Liberali

Leavingstone
  • 0.00
Baixar