ფეივატორი

ინიციატივა

ფეივატორი

کتابخانه‌ها و پخش نمایشی
  • 0.00
(0 رای)

نصب رایگان

100

نصب ها

Android 4.0.3+

نسخه حداقل

با تبلیغات

تبلیغات

19.12.2015

تاریخ انتشار

توضیحات:

# ფეივატორი - Payvator

გადახდის **ელექტრონული** საშუალება **ლიფტში!**

თბილისში კორპუსების 75% ში არის ლიფტი, რომელთა 90% ფასიანია. აქედან გამომდინარე მუდმივად საჭიროა ხურდა ფულის რესურსი კერძოდ 10 თეთრიანი, რომელიც ქვეყანაში რეალურად ჟეტონის პრინციპით გამოიყენება. მსგავსი საზოგადოებრივი პრობლემა კიდევ 20-25 წელი იდგება თბილისში ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ პრობლემის მოგვარებას:

# რა არის?
- ფეივატორი არის, გადახდის უფრო **კომფორტული და სწრაფი** საშუალება ლიფტში
- **ლიფტის მომსახურე** კომპანიებისთვის **კომფორტი და ელექტრონული ფული**
- მგზავრისთვის **დაზოგილი ფული** ზუსტი რაოდენობით გადახდისას + **დაზოგილი დრო** ხურდის ძებნისთვის

# როგორ მუშაობს
ფეივატორი არის მოწყობილობა რომელიც ყენდება **ლიფტში** და შეუძლია გადახდის პოპულარული და ადაპტირებული მეთოდის **მეტრომანის** გამოყენება, მომავალში **NFC** Tag-ებით და სმარტფონებით გადახდა.

ფეივატორის მუშაობის პრინციპი მსგავსია სხვა სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული აპარატურების, წარმატებული გადახდის შედეგად იძლევა ხმოვან სიგნალს და გრაფიკულ გამოსახულებას, ანგარიშზე თანხის არქონის შემთხვევაში აბრუნებს შესაბამის შეტყობინებას. ფეივატორის საშუალებით ამჯერად შესაძლებელია ანგარიშზე თანხის შევსებაც, რათა სრულად მოხდეს სისტემის სიმულირება.

**ფეივატორის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, აქვს ტრანზაქციების ჩანაწერების მხარდაჭერა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ლიფტის კომპანიის მხრიდან სხვადასხვა სტატისტიკების შესადგენად კორპუსების მიხედვით.**

# ვისთვის არის ფეივატორი?

**ლიფტის მომსახურე კომპანიები**

ფეივატორი შექმნილია და ძირითად მიზანს იღებს ლიფტის კომპანიებისკენ. ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ ელექტრონულ გადახდებს, რის შემთხვევაშიც ჭრიან პრობლემებს:
- ხურდების კონტეინერის გატეხვის და ფულის მოპარვის შემთხვევებს.
- ხურდების ინკასაციის შემდეგ, 1 სადარბაზოდან 10 **კგ** ხურდის გადახურდავების პრობლემას, რადგანაც ეს გადახურდავებული ფული ისევ საბანკო ანგარიშზე უნდა დაირიცხოს რათა თანამშრომლებს ხელფასები ჩაერიცხოთ. ფეივატორის გამოყენებით, ჯაჭვიდან 2 რგოლი ვარდება რითაც პროცესი უფრო კონტროლირებადი, აღრიცხვადი და მარტივი ხდება
- ინკასაციის დროს დაკარგული (მოპარული ფული)

კომპანიას საშუალება ექნება აწარმოოს სრული სტატისტიკა, შეუძლია სპეციალური სერვისების გაკეთება სხვადასხვა კორპუსების მიმართ და ა.შ.

**მგზავრები**

ყველა მგზავრისთვის მუდმივი პრობლემა არის 10 თეთრიანის შოვნა. ხშირად არ ქონის გამო, ფეხითაც შეიძლება ავიდეს ან 20 თეთრი გადაიხადოს ანუ **200%** ით მეტი გადაიხადოს ვერტიკალური მგზავრობისთვის.
- ფეივატორით იხდი ზუსტად იმდენს რამდენიც საჭიროა
- ჯიბეში არ იკავებს ზედმეტ ადგილს რადგანაც ის უკვე თქვენს არსებულ ბარათზეა
- პენსიონერებისთვს და მრავალსულიანი ოჯახებისთვის ზედმეტი დანახარჯების აცილების საშუალება

# ფეივატორი სისტემა
ფეივატორის შეთავაზების 2 გზა არის ლიფტიორი კომპანიებისადმი

ა) ერთჯერადი პროდუქტის სახით

ბ) როგორც სერვისი, თითო ჩარიცხვიდან X პროცენტი, ან ყოველთვიური გადასახადი. თითოეული კომპანიისთვის განსხავებული, მასზე მორგებული სისტემით.


# ფეივატორი მომავალი
მოქნილი სისტემა საშუალებას იძლევა დაახლოებით 2-3 თვეში სრულიად იქნეს ხურდა ფული ჩანაცვლებული ელექტრონული გადახდით, რაც ტექნოლოგიური წინსვლაა საზოგადოებისთვის.თავდაპირველად იქნება გადახდის ორივე საშუალებ, მაგრამ ჩანაცვლების პროცესს ვერ შეაჩერებს. ასევე აღარ იქნება ხურდის პრობლემა ქალაქში.

ინიციატივა برنامه های دیگر

Dash 'em

Dash 'em

ინიციატივა
  • 0.00
ფეივატორი

ფეივატორი

ინიციატივა
  • 0.00
دانلود